თბილისის „სპაერისთვის“ ევროთასებზე სადებიუტო სეზონი ხანმოკლე გამოდგა. ანზორ კიღურაძის გუნდმა ვენის „აუსტრიას“ ბარიერი ვერ დაძლია და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან კონფერენს ლიგას გამოეთიშა.
პირველი მატჩი ვენაში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ხელსაყრელი უპირატესობა მოიპოვა, რომელსაც ხელიდან არ გაუშვებდა. ასეც მოხდა, თბილისში, ავსტრიელთა უპირატესობა კიდე უფრო გაიზარდა.
მე-40 წუთამდე თუ მეტ-ნაკლებად „სპაერი“ ახერხებდა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევას, შემდეგ აბსოლუტურად ვერაფერი მოახერხა. თუ 40 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულები იყო, ტაიმი „აუსტრიამ“ 3:0 მოიგო, რადგან ბოლო 5 წუთში სამი გოლი გაიტანა. ტინ პლავოტიჩის, დომინიკ ფიტცის და მორის მელოუნის გოლებით ავსტრიელებმა ყველაფერი გადაწყვიტეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მელოუნიმ დუბლიც შეასრულა და სხვაობა ოთხამდე გაზარდა. 72-ე წუთზე იოჰანეს ეგეშტეინმა ანგარიში 5:0 გახადა...
საბოლოოდ, „სპაერმა“ მატჩი 0:5 წააგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 0:7 დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.
„სპაერი“ – „აუსტრია“ 0:5 (0:3) - ორი მატჩის ჯამში: 0:7
გოლები: 0:1 პლავოტიჩი (40), 0:2 ფიტცი (43), 0:3 მელოუნი (45, პენ), 0:4 მელოუნი (55), 0:5 ეგეშტეინი (72)