ფეხბურთი

22:26 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" უპირატესობა სამჯერ ვერ შეინარჩუნა და გავარდა

გორის „დილა“ კონფერენს ლიგას გამოეთიშა. დიოგო ლონგოს გუნდმა ლატვიური „რიგას“ ბარიერი ვერ გადალახადა.

„დილამ“ კარგად დაიწყო თამაში და ჟოაო არაუჟოს გოლით დაწინაურდა კიდეც, გორელები ახლოს იყვნენ შესვენებაზე უპირატესობით გასვლასთან, თუმცა, მეოთხე კომპენსირებულ წუთზე პენალტი აიკიდეს, რომელიც რეჯინალდო რამირესმა ზუსტად შეასრულა და 1:1.

მეორე ტაიმში „დილა“ მეორედ დაწინაურდა, ამჯერად დეო ბასინგამ დალაშქრა ლატვიელთა კარი. თუმცა, გორელთა სიხარული ისევ ნაადრევი გამოდგა, რადგან ბაბა მუსამ 64-ე წუთზე კვლავ გაათანაბრა. გორელები არ ნებდებოდნენ, რამაც შედეგი გამოიღო, კარგი კომბინაცია გოლით ბლეკსონ ანოფმა დაასრულა და 3:2. ეს ნიშნავდა, რომ დამატებითი დრო ახლოვდებოდა, ანოფმა გოლი 81-ე წუთზე გაიტანა და „დილა“ მესამედ დაწინაურდა.

თუმცა, ლონგოს გუნდმა ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა: ბოლო, მეექვსე კომპენსირებულ წუთზე ანტონიის ცერნომორდისმა თავით ახლო მანძილიდან დალაშქრა მასპინძელთა კარი და „რიგა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა.

მატჩი 3:3 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში „დილა“ 4:5 დამარცხდა და კონფერენს ლიგას დაემშვიდობა.

„დილა“ – „რიგა“ 3:3 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 4:5

გოლები: 1:0 ჟოაო არაუჟო (15), 1:1 რეჯინალდო რამირესი (45, პენ), 2:1 ბასინგა (51), 2:2 მუსა (64), 3:2 ანოფი (81), 3:3 ცერნომორდისი (90)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096029