ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ევროსეზონი დასრულდა. დასრულდა ივლისში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ეს კატასტროფაა, ფსკერია, ამის უკან აღარაფერია.
ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს“ ჰქონდა შანსი, შანსი ალბათ ფურცელზე, რადგან ნიქოზიის „ომონიასთან“ გასვლაზე მხოლოდ 0:1 წააგო და შინ სიტუაციის შეცვლის იმედი არსებობდა. თუმცა, რეალობა სხვა იყო, კვიპროსშიც გამოჩნდა, რომ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა.
ეს კარგად გამოჩნდა საპასუხო მატჩში. ქუთაისში, ტრიბუნები შეივსო, მაგრამ გულშემატკივარმა სასიამოვნო ვერაფერი ნახა. „ომონიამ“ გაანადგურა მეტოქე, ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
ანგარიში პირველ ტაიმში სტევან იოვეტიჩმა გახსნა, მეორე ნახევარში მონტენეგროელმა დუბლი შეასრულა, ასევე დუბლით გამოირჩა ვილი სემედუ და 0:4... ორი მატჩის ჯამში - 0:5.
„ტორპედო“, „დილა“, „სპაერი“ და „იბერია“ ევროთასებს გამოეთიშნენ.
ქართული საკლუბო ფეხბურთი უმძიმეს, შეიძლება უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია.
ეს კატასტროფაა.
„ტორპედო“ – „ომონია“ 0:4 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 0:5
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (30), 0:2 სემედუ (47), 0:3 იოვეტიჩი (63), 0:4 სემედუ (78)