საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2025 წლის 1-6 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში „ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი“ ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 9 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, ირანის, ბულგარეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, უკრაინის, ყაზახეთის და თურქეთის - ნაკრები გუნდების 200-ზე მეტი სპორტსმენი.
საერთაშორისო ტურნირი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:
უშუ - ტაოლუსა (საჩვენებელი) და უშუ-სანდაში (კონტაქტური).
სპეციალური მოწვევით, ღონისძიებას ევროპის უშუ კუნგფუს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სტეფან კოლევი ეწვევა. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ოფიციალური პირები საქართველოდან და უცხოეთიდან.
კატეგორია B - ბავშვები (ასაკი 7-8);
კატეგორია A - ბავშვები (ასაკი 9-11);
კადეტები (ასაკი 12-14);
იუნიორები (ასაკი 15-17);
ზრდასრულთა კატეგორია (ასაკი 18-40).
უშუ-ტაოლუს ტრადიციული პროგრამით მონაწილე სპორტსმენთა ასაკობრივი კატეგორიები:
ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფები:
A ჯგუფი: 8 წლის ასაკი (8 წლის ჩათვლით) და ქვემოთ;
B ჯგუფი: 9 წლიდან 11 წლამდე (მათ შორის 11);
C ჯგუფი: 12 წლიდან 14 წლამდე (მათ შორის 14 ).
ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფი:
D ჯგუფი: 15 წლიდან 17 წლამდე (მათ შორის 17).
ზრდასრულთა ასაკობრივი ჯგუფები:
E ჯგუფი: 18 წლიდან 39 წლამდე (მათ შორის 39);
F ჯგუფი: 40 წლიდან 59 წლამდე (59-ის ჩათვლით);
G ჯგუფი: 60 წლის ასაკი (მათ შორის 60) და ზემოთ;
უშუ-სანდას ასაკობრივი და წონითი კატეგორიები:
ბავშვები „A“ 7-8
მამაკაცთა კატეგორიები: 24 კგ; 26 კგ, 28 კგ; 30 კგ, 32 კგ, 34 კგ, 36 კგ; 39 კგ, 42 კგ, 45 კგ, 48 კგ.
ბავშვები „B“ 9-11
მამაკაცთა კატეგორიები: 26 კგ, 28 კგ; 30 კგ, 32 კგ, 34 კგ, 36 კგ; 39 კგ, 42 კგ, 45 კგ, 48 კგ.
კადეტები 12-14
მამაკაცთა კატეგორიები: 39 კგ, 42 კგ, 45 კგ, 48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 64 კგ, 68 კგ; 72 კგ.
ქალთა კატეგორიები: 39 კგ, 42 კგ, 45 კგ, 48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 64 კგ, 68 კგ; 72 კგ.
15-17 წლის ახალგაზრდები
მამაკაცთა კატეგორიები: 48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 65 კგ, 70 კგ, 75 კგ, 80 კგ, 85 კგ, 90 კგ.
ქალების კატეგორიები: 48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 65 კგ, 70 კგ, 75 კგ, 80 კგ, 85 კგ, 90 კგ.
18-40 წლის მოზრდილები
მამაკაცთა კატეგორიები: 48კგ; 52კგ, 56კგ, 60კგ, 65კგ, 70 კგ, 75 კგ, 80 კგ, 85 კგ, 90 კგ, 90 კგ; 100 კგ; 100+ კგ.
ქალთა კატეგორიები: 48 კგ, 52 კგ, 56 კგ, 60 კგ, 65 კგ, 70 კგ, 75 კგ.
ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირზე იმსაჯებენ საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მოწვეული უცხოელი და ქართველი მსაჯები.
მსაჯთა კოლეგიებს უხელმძღვანელებენ:
ტაოლუს (WKFE) უფროსი მსაჯი - ხაო ჯუნი (IWUF “A” კატეგორიის მსაჯი), (გერმანია);
სანდას უფროსი მსაჯი - ალექსანდერ რადუნცევი (IWUF “A” კატეგორიის მსაჯი), (ყაზახეთი).
გახსნის ცერემონია:
2025 წლის 3 აგვისტო, 16:30 სთ. სასტუმრო ეიფორიის დიდი დარბაზი.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ოფიციალური პირები საქართველოდან და უცხოეთიდან.
დაჯილდოების ცერემონიები გაიმართება:
- 3 აგვისტო (19:00 – 20:00);
- 4 აგვისტო (18:00 – 19:00);
- 5 აგვისტო (18:00 – 19:00).