ბელგიელი მოდელი სტელა მაქსველი თამამი და პირდაპირი ადამიანია. არც საკუთარი სექსუალური ორიენტაცია დაუმალავს. თავისი დღე და მოსწრება ღიად ამბობს, რომ ქვიარია და თავს სექსუალურად ფლუიდურად მიიჩნევს, რაც დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს, იმის მიხედვით წყვეტს, ქალი უნდა თუ კაცი.
ჰოდა, ასეთ გახსნილ და თამამ ქალს რომ ჭორებს აუგორებ, გინდა თუ არა ფერ-ხორციანი რომელუ ლუკაკუს სარეცელს აყანყალებსო, სათანადო პასუხსაც უნდა ელოდო.
„ბოლო დროს ისეთ განწყობაზე ვარ და კაცების დანახვა იმდენად არ მსურს, ლუკაკუ კი არა, ფლორენციელ დავითს რომ სული შთაბეროთ, იმასაც კი არ გავეკარებიო“ - სტელამ დაახლოებით ასეთი პასუხით გაისტუმრა ჭორებზე მონადირენი.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სტელა მაქსველი 2015 წელს ხანმოკლე პერიოდით ხვდებოდა ამერიკელ მომღერალ მაილი საირუსს. 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ბოლომდე სატრფიალო ურთიერთობაში იყო ამერიკელ მსახიობ კრისტენ სტიუარტთან, ჰოდა, ეგეთ ქალებთან თანაყოფის მერე, ჩვენს ძმა ლუკაკუს რა შანსი ექნება?