საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძემ "ლეიმა კორუნია" დატოვა და კარიერას "გრანადაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
როგორც "გრანადას" ოფიციალური გვერდი იუწყება, 31 წლის ქართველმა კალათბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და ახალი სეზონიდან მათ რიგებში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ბექა ბურჯანაძე გასულ სეზონში "ლეიმა კორუნიას" ღირსებას იცავდა, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა 7.5 ქულა, 4.6 მოხსნა და 1.2 პასი იყო.