მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩის გადადებით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასიმაც გააკეთა.
"ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც აღარ შეიცვლება. კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების თანახმად, მადრიდის რეალს ძალების აღსადგენად და მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვთ. 21 დღიანი დასვენების ნაცვლად პერესის გუნდი 20 დღეს დაისვენებს, ისინი 24 საათზე მეწუწუნებოდნენ. ჩელსიმ და პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს, თუმცა რეალის მსგავსად ისინი არც ინგლისის და არც საფრანგეთის მმართველ ორგანოებს მსგავსი მოთხოვნით არ მიმართავენ." - ნათქვამია ტებასის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს 19 აგვისტოს "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს.