"ლივერპულმა" ოფიციალურად 2025-2026 წლების სეზონის სათამაშო ფორმა ოფიციალურად წარადგინა, ამასთან ერთად გუნდის ახალწვეულებმა, მათ შორის გიორგი მამარდაშვილმა სათამაშო ნომრები აირჩიეს.
ქართველმა მეკარე მისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი 25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გიორგის აღნიშნული ნომრით "ვალენსიაში", "ლოკომოტივში" და საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია.
"ლივერპულის" ახალი 7-იანი გერმანელი ფეხბურთელი ფლორიან ვირცი იქნება, ხოლო ნიდერლანდელი ახალწვეული ჯერემი ფრიმპონგმა 30-ნომრიანი მაისური აირჩია.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს 15 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "ბორმუთის" წინააღმდეგ გამართავს.