საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "იბერიამ" 21 წლის ცენტრალური მცველი აფონსო ლინდო დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისელთა ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
21 წლის ცენტრალური მცველი "მიდლსბროს" აკადემიის აღზრდილია. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს: ინგლისის და ანგოლის.ლინდოს "მიდლსბროს" 21 წლამდე გუნდში 44 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე ცუდი შედეგების გამო, "იბერია" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა და მისი ადგილი გია გეგუჩაძემ დაიკავა.