მიუნხენის "ბაიერნის" სათადარიგო მეკარეს სვენ ულრაიხს 6 წლის შვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად 36 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო.
როგორც ულრაიხმა განაცხადა, მისი შვილი რამდენიმე კვირის წინ ხანგრძლივი დაავადების გამო გარდაიცვალა.
„ამის საჯაროდ გაკეთების გადაწყვეტილება ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია, თუმცა ეს ჩვენთვის, როგორც ოჯახისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ჩვენს გარემოში და ასევე საზოგადოების თვალში სიცხადე შევქმნათ. ჩვენს ქალიშვილთან ერთად, ახლა ვცდილობთ, ეტაპობრივად ვიპოვოთ გზა ცხოვრებაში დასაბრუნებლად. მინდა მადლობა გადავუხადო მეგობრებს, ახლობლებს და ბაიერნს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა. ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა ჟურნალისტებს და საზოგადოებას გთხოვოთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს." - დაწერა ულრაიხმა.
შეგახსენებთ, რომ ულრაიხი "ბაიერნის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, გერმანელმა მეკარემ კლუბთან კონტრაქტი 29 ივლისს ერთი წლით გაახანგრძლივა.