„დინამო თბილისმა“ გამოცდილი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი დაიმატა. ეს ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
ხარაიშვილი „დინამოს“ კარგად იცნობს, სადაც 2023 წლის სეზონში თამაშობდა და მაშინ, 8 გოლით და 7 საგოლე პასით გამოირჩა.
ხარაიშვილმა კარიერა „იბერიაში“ დაიწყო, შემდეგ „გიოტებორგში“, „ფერენცვაროშსა“ და „ქოჯაელისპორში“ თამაშობდა, ხოლო ბოლოს აზერბაიჯანული „სუმგაითის“ წევრი იყო.