ფეხბურთი

20:40 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდებით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელს, აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდებით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

ის ყოველთვის ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო და ამტკიცებდა, რომ ფინანსური სარგებლის მიზნით დაადანაშაულეს. თუმცა პროკურატურამ ახლახან მოითხოვა ფეხბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლოში ბრალდების წარდგენა.

ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ აშრაფ ჰაკიმიმ პსჟ-ს რიგებში კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089151