ამსტერდამის „აიაქსმა“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ ოსკარ გლუხი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ისრაელის ნაკრების 21 წლის შემტევმა ნიდერლანდურ გრანდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონი ევროა, რასაც შესაძლოა ბონუსები დაემატოს. ის "აიაქსში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ოსკარ გლუხი „ზალცბურგის“ რიგებში 2022 წლიდან თამაშობდა და 101 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მანამდე ის თელ ავივის „მაკაბის“ რიგებში გამოდიოდა, ხოლო ისრაელის ნაკრებში 21 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.