ფეხბურთი

22:20 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" ნიკოლას ტალიაფიკოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„ლიონმა“ არგენტინელ მცველ ნიკოლას ტალიაფიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 32 წლის ფეხბურთელი ისევ ფრანგულ კლუბში ითამაშებს.

ტალიაფიკომ „ლიონთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლომებში“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ნიკოს „ლიონის“ მაისურით 2022 წლიდან დღემდე 102 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

არგენტინელი ფეხბურთელი მანამდე „ბანფილდში“, „მურსიაში“, „ინდეპენდიენტესა“ და „აიაქსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.122196