ფეხბურთი

22:55 | 1.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "იამალი მსოფლიოში საუკეთესოა, ჩვენი მოვალეობაა მას სტაბილური გარემო შევუქმნათ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ლამინ იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

როგორც მან აღნიშნა, „ბარსელონას“ მოვალებაა იამალს სტაბილური გარემო შეუქმნას, რათა ის წნეხის გარეშე გაიზარდოს.

„ლეო უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ლამინიც, რომელიც დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ის გენიოსია, მოფრთხილება და ბალანსის შენარჩუნება სჭირდება. ჩვენი მოვალეობაა უზრუნველყოთ, რომ სტაბილური გარემო ჰქონდეს, რათა ზედმეტი წნეხის გარეშე გაიზარდოს. იამალი იშვიათი ნიჭითაა დაჯილდოებული.

ახალი სეზონი? ამბიციური გუნდი გვყავს, ენერგიით სავსე და ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რათა უმაღლეს დონეზე იბრძოლოს. ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17375