არგენტინელმა ფეხბურთელმა როდრიგო დე პაულმა განაცხადა, რომ „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის გამო გადავიდა.
როდრიგოს თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მესიმ, რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს.
„ინტერ მაიამიში“ იმიტომ გადავედი, რომ ლეო აქ არის. აწმყოთი ვცხოვრობ, სანამ ერთად ვართ, ყველაფრის მოგება გვსურს. იმედი მაქვს, რომ ის კარიერას არასდროს დაასრულებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლეო მოედანზე, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს“, - თქვა დე პაულმა.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო დე პაული „ინტერ მაიამის“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეუერთდა.