ფეხბურთი

11:45 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დარვინ ნუნიესით არაბული კლუბი დაინტერესებულია

„ლივერპულის“ თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი დიდი ალბათობით, ინგლისურ გრანდს დატოვებს.

ურუგვაელი ფორვარდი არნე სლოტის გეგმებში არ შედის, შესაბამისად, მისაღები შეთავაზების შემთხვევაში „წითლები“ მას გაყიდიან. ფაბრიციო რომანოს ცნობით, დარვინით „ალ-ჰილალია“ დაინტერესებული.

საუდის არაბეთის კლუბი ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და ნუნიესი მათი სამიზნეთა სიის სათავეშია. ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ 2022 წლიდან თამაშობს და 143 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბენფიკას“, „ალმერიასა“ და „პენიაროლის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169216