"ბრაიტონის" 39 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიმს მილნერი ახალი სეზონიდან 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, ეს გადაწყვეტილება ინგლისელმა ფეხბურთელმა მისი ყოფილი თანაგუნდელის დიოგუ ჟოტას პატივსაცემად მიიღო. მილნერი 2015-2023 წლებში სწორედ "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, სადაც გარკვეული წლები პორტუგალიელთან ერთად თამაში მოუწია.
"პრემიერლიგის ახალ სეზონში 20-ნომრიანი მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება. როგორც კი გავიგე, რომ ეს ნომერი თავისუფალი იყო, ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მივიღე. ის შესანიშნავი ადამიანი და მეგობარი იყო, მასთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო." - განაცხადა მილნერმა.
შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა მის ძმა ანდრე სილვასთან ერთად ავტოავარიის დროს დაიღუპნენ. მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ "ლივერპულმა" 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.