UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა და BMF-ის ქამრის მფლობელმა მაქს ჰოლოვეიმ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, სატიტულო ორთაბრძოლას იმსახურებს, მაგრამ ამას წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.
"რა არის ჩემი სამომავლო გეგმები? ვთვლი, რომ სატიტულო ორთაბრძოლას ვიმსახურებ და თუ ორგანიზაცია ამის საშუალებას მომცემს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამ ყველაფრისთვის შემოდგომით მზად ვერ ვიქნები, რადგან ბოლო ბრძოლაში ხელზე სულელური დაზიანება მივიღე და წლის ბოლომდე დაბრუნებას ვერ შევძლებ. ექიმთან კონსულტაცია ამ კვირაში მაქვს ჩანიშნული, თუმცა წინასწარ ვიცი, რომ საქმე სერიოზულადაა." - განაცხადა მაქსმა.
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოვეიმ წონა შეიცვალა და მსუბუქ დივიზიონში იასპარეზებს, მან ბოლო ბრძოლაში დასტინ პორიე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და BMF-ის ქამარი წარმატებით დაიცვა.