სხვა

13:38 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონი გუნდი სამშობლოში დაბრუნდა

ევროპის ჩემპიონი გუნდი, საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა.
ქართველ ძალოსნებს აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ძალოსნებმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით მადრიდის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. 15 წლამდელებმა გუნდური გამარჯვება იზეიმეს. საერთო ჯამში 15 და 17 წლამდელებმა 25 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 5 უმაღლესი სინჯისაა, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოსი.

მედალოსნები:

U15
დავით კილაძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი
ავთანდილ ჩანდიშვილი - 1 ოქრო 2 ვერცხლი
გიორგი ქინქლაძე - 1 ოქრო 2 ვერცხლი
ნიკოლოზ ჯალაღონია - 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო
საბა კუჭავა - 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო
შოთა კაკაბაძე - 3 ბრინჯაო
ოთარ ბზიკაძე - 3 ბრინჯაო

U 17
ჯაბა ტყეშელაშვილი - 1 ოქრო 2 ვერცხლი
ჯუმბერ ბეკოშვილი - 2 ბრინჯაო

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092211