ლონდონის "ტოტენჰემს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ჰონ-მინ სონი დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა "ნიუკასლთან" გასამართი ამხანაგური მატჩის წინ განაცხადა.
"ეს არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება და ამავდროულად ყველაზე სევდიანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ტოტენჰემში 10 წლის წინ მოვედი და ინგლისურად ორ სიტყვასაც ვერ ვამბობდი, ახლა კი აქედან მივდივარ როგორც კაცი, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია. იმედი მაქვს გულშემატკივრები ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან." - განაცხადა სონმა.
შეგახსენებთ, რომ სონი "ტოტენჰემის რიგებს 2015 წელს შეუერთდა, მან ამ დროის განმავლობაში "დეზების" მაისურით 454 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 173 გატანილი გოლით გამოიჩინა. სამხრეთ კორეელმა "ტოტენჰემთან" ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.