ფეხბურთი

15:00 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" იტალიელი მცველი დაიმატა

„რომამ“ „ვერონადან“ ცენტრალური მცველი დანიელე გილარდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა და 87-ნომრიანი მაისური მოირგო.

22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია A-ში 24 მატჩი ჩაატარა. მას ასევე უთამაშია „მანტოვასა“ და „სამპდორიაში“, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 16 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164804