ფეხბურთი

16:20 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" როდრიგოც სურს

„ლივერპულს“ მადრიდის „რეალიდან“ როდრიგოს დამატება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ინგლისურმა კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვას პირობები წარუდგინა, რაზეც როდრიგო თანახმაა. „წითლებს“ მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ ცნობილია, რომ ესპანური გრანდი მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს, რომლის ფასი დაახლოებით 90 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში როდრიგომ 54 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ბრაზილიელი ჩაბი ალონსოს გეგმებში არ შედის.

„ლივერპულს“ ძალიან ნაყოფიერი სატრანსფერო ფანჯარა აქვს: გიორგი მამარდაშვილი, მილოშ კერკეზი, ფლორიან ვირტცი, უგო ეკიტიკე, ჟერემი ფრიმპონგი უკვე დაიმატა, ხოლო ალექსანდერ ისაკის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160722