ფეხბურთი

19:30 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ლიონი" "ბაიერნთან" დამარცხდა

„ლიონმა“ პრესეზონზე მორიგი მატჩი მიუნხენში „ბაიერნთან“ ჩაატარა, რომლის წინააღმდეგ 1:2 დამარცხდა.

მეორე ტაიმში „ბაიერნი“ მაიკლ ოლისეს დუბლით 2:0 დაწინაურდა, რასაც ფრანგულმა კლუბმა ალეხანდრო გომესის პრესტიჟის გოლით მატჩის მიწურულს უპასუხა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ამჯერად მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. ის 81-ე წუთზე გომესმა შეცვალა, რომელმაც ორ წუთში შეძლო გერმანელთა კარში გოლის გატანა.

მიქაუტაძეს მიმდინარე პრესეზონზე ორი გოლი აქვს გატანილი, მან "ჰამბურგის" და "მალიორკას" წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

„ლიონი“ პრესეზონზე ბოლო მატჩს 9 აგვისტოს, ესპანური „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 16 აგვისტოს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103125