„ნაპოლის“ ფეხბურთელი ჯოვანი სიმეონე შესაძლოა „ტორინოში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
არგენტინელს „ნაპოლიდან“ წასვლა სურს, ის არც ანტონიო კონტეს გეგმებშია. თავდაპირველად ჯოვანის საერთოდ იტალიის დატოვება სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ტორინოს“ მწვრთნელმა მარკო ბარონიმ მას აზრი შეაცვლევინა.
სიმეონემ ტურინელებთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, ახლა კი, მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს.
ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ წევრი 2022 წლიდანაა და 103 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე არგენტინელმა „ვერონაში“, „კალიარიში“, „ფიორენტინაში“, „ჯენოაში“, „ბანფილდსა“ და „რივერტ პლეიტში“ თამაშობდა.