ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ ესპანეთის პროკურატურა „რეალის“ ცენტრალურ მცველ რაულ ასენსიოსთვის 2.5 წლიან პატიმრობას ითხოვს.
ფეხბურთელს ბრალი ედება ორ არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებული სექსუალური ვიდეოს გავრცელებაში. საქმის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა წყაროს ცნობით, ასენსიო მთავარ ეჭვმიტანილად გვევლინება. კლუბი ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
გასულ სეზონში 22 წლის მცველმა „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 57 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.