ფეხბურთი

23:15 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლანჩხუთის "გურიამ" ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი დაამარცხა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ლანჩხუთის „გურიამ“ ჩრდილოირნალდიური „კლიფტონვილი“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

საქართველოს ჩემპიონმა მეორე ტაიმის სტარტზე, ორწუთიან ინტერვალში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში ანანო წიქარიძემ გახსნა, ხოლო მალევე ეთერ სულაშვილმა სხვაობა გააორმაგა. მეტოქემ მატჩის მიწურულს აბიე მაგეს გოლით შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ მეტი ვერაფერი მოახერხა.

ლანჩხუთის „გურია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო წრეში პოლტავას „ვორსკლას“ შეხვდება.

„გურია“ – „კლიფტონვილი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ანანო წიქარიძე (55), 2:0 ეთერ სულაშვილი (56), 2:1 აბიე მაგე (90)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096101