ფეხბურთი

11:05 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სონი კარიერას "ლოს ანჯელესში" გააგრძელებს

ჰონ-მინ სონი, რომელიც „ტოტენჰემს“ ტოვებს, კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს ამერიკულმა კლუბმა სეზონში დაახლოებით 20 მილიონი ევრო შესთავაზა. სონმა უკვე დაადასტურა, რომ „ტოტენჰემიდან“ მიდის, შესაბამისად, „ლოს ანჯელესში“ გადასვლას ხელს პრაქტიკულად აღარაფერი უშლის.

შეგახსენებთ, რომ სონი "ტოტენჰემის რიგებს 2015 წელს შეუერთდა, მან ამ დროის განმავლობაში "დეზების" მაისურით 454 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 173 გატანილი გოლით გამოიჩინა. სამხრეთ კორეელმა "ტოტენჰემთან" ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.057973