ადრიანო გალიანი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
გალიანი ბოლო წლების განმავლობაში „მონცაში“ მუშაობს, მაგრამ კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, „როსონერიში“ დაბრუნდება, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს გატარებული.
გალიანი „მილანში“ მრჩევლის პოზიციაზე იმუშავებს. სკირას ინფორმაციით, გალიანი სენ-ტროპეში შეხვდა „როსონერის“ მფლობელ ჯერი კარდინალეს.
შეგახსენებთ, რომ ადრიანო გალიანი „მილანში“ 1986-2017 წლებში მუშაობდა და ამ პერიოდში კლუბმა 29 ტიტული მოიგო.