ლიგის თასზე საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ მექსიკურ „პუმასთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ საბა ლობჟანიძეს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 35-ე წუთზე დალაშქრა კეილორ ნავასის კარი. ქართველის დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ, ის ნავასის ავტოგოლად გაფორმდა, ხოლო 8 წუთის შემდეგ მან საგოლე პასიც მიითვალა და „ატლანტას“ ტაიმის მოგებაში დაეხმარა.
თუმცა, მეორე ტაიმში „პუმასმა“ დააქამბექა და გაიმარჯვა. ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონშ ყველა ტურნირზე 8 საგოლე პასი აქვს აქტივში.