საბა საზონოვმა დიდი შანსია „ტორინო“ დატოვოს. ქართველი მცველი ტურინული კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის.
„ტორინოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს - მარკო ბარონი, მაგრამ საბა არც მის გეგმებშია და კლუბს საზონოვი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული, რომლის დახურვამდე ყველანაირად ეცდება, რომ გაყიდოს, რათა 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ მის შესაძენად დახარჯული 3 მილიონი ევრო ამოიღოს.
გასული სეზონი საზონოვმა იჯარით „ემპოლიში“ გაატარა, მაგრამ ერთხელაც ვერ ითამაშა, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, კარგად ითამაშა, თუმცა, ისევ დაზიანება მიიღო.
საბა საზონოვი „ტორინოს“ წევრი 2023 წლის ზაფხულიდანაა (13 მატჩი) და ტურინულ გუნდს კონტრაქტით 2028 წლის 30 ივნისამდე ეკუთვნის.