ფეხბურთი

19:38 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „კრაკოვია“ „ლეხია გდანსკს“ დაუზავდა, ხოლო ოთარ კაკაბაძე საგოლე პასით გამოირჩა.

„კრაკოვია“ აგებდა, მაგრამ 91-ე წუთზე კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესანიშნავად ჩააწოდა და ფილიპ სტოიკოვიჩმა თავური დარტყმით გაიტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:2).

კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათიც მიიღო, 62-ე წუთზე გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ მეკარემ მოიგერია მისი დარტყმა. 30 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„კრაკოვია“ სამ მატჩში მოპოვებული 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 აგვისტოს, „იაგელონიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.062463