სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ტრნავას „სპარტაკმა“ სტუმრად „ტრენჩინი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კი საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. მისი გადაცემით 45-ე წუთზე ერიკ დანიელმა გაიტანა, როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი. გიორგიმ ყვითელი ბარათიც მიიღო.
მოისწრაფიშვილს სლოვაკეთის ჩემპიონატის ორ ტურში ორი საგოლე პასი აქვს, მან ერთი გოლი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა. გიორგი სლოვაკეთში მიმდინარე ზაფხულს გადაბარგდა.
ტრნავას „სპარტაკი“ 6 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 10 აგვისტოს, „პრეშოვს“ უმასპინძლებს.