ფეხბურთი

21:32 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" 19 წლის ნიდერლანდელი მცველი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ იორელ ჰატო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჰატოს სანაცვლოდ ინგლისელებმა 43 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ჩელსი“ საუკეთესო ადგილია ჩემთვის და ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ“, - აღნიშნა ნიჭიერმა ფეხბურთელმა.

19 წლის ფეხბურთელი „აიაქსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2022 წლიდან 111 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 6 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098479