კალათბურთი

22:24 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მე-12 ადგილი B დივიზიონში

საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულა.

ქართველი კალათბურთელები მე-11 ადგილისთვის ბრძოლაში პორტუგალიასთან 62:66 დამარცხდა. ნიკა ცინცაძის გუნდს გიორგი ჭირაქაძემ ულიდერა, რომელმაც 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, გიორგი ნიკოლაევის აქტივში 13 ქულაა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 4 ქულით მოიგო, მაგრამ მესამე პერიოდი 7 ქულით დათმო, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა B დივიზიონში აზერბაიჯანის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გაიმარჯვა, ხოლო პორტუგალიასთან (ორჯერ), დანიასთან, რუმინეთსა და ხორვატიასთან დამარცხდა. შედეგად, ტურნირი მე-12 პოზიციაზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166499