საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში გორის „დილამ“ „გარეჯს“ უმასპინძლა, რომელიც დაამარცხა და ლიდერ „იბერიასთან“ ჩამორჩენა შეამცირა.
გორელებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. ანგარიში დეო ბასინგამ გახსნა 34-ე წუთზე, ხოლო შეხვედრის მიწურულს პედრო მენდეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "დილამ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო.
გორის „დილამ“ 41 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და „იბერიას“ სამი ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, „გაგრას“ შეხვდება. „გარეჯი“ 18 ქულით მერვეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.