ფეხბურთი

1:07 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის შესანიშნავი გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „უიპეშტი“ „გიორს“ დაუზავდა, ხოლო გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქის კარი 89-ე წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში გახსნა. თუმცა, „უიპეშტმა“ ვერ მოიგო, რადგან 5 წუთის შემდეგ გაუშვა და მატჩი 1:1 დასრულდა. სტუმართა რიგებში ბერიძის გარდა დავით კობოურმაც ითამაშა, რომელიც მოედანზე შეუცვლელად იყო.

„უიპეშტი“ ორ ტურში მოპოვებული 4 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 აგვისტოს „პაკშს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.159803