რუმინეთის ჩემპიონატში ანზორ მექვაბიშვილი ორი საგოლე პასით გამოირჩა. „კრაიოვას“ ფეხბურთელმა თავი მეოთხე ტურში „კლუჟთან“ მატჩში გამოიჩინა.
ანრის პასით 45-ე წუთზე მიჰნეა რადულესკუმ ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 56-ე წუთზე მან მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა, როდესაც სტივენ ნსიმბამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
„კრაიოვა“ 3:0-ს იგებდა, შემდეგ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ 3:2 მაინც გაიმარჯვა. მექვაბიშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს, მიმდინარე სეზონში მას გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი კი, ორჯერ შეასრულა.
„კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში 10 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს კონფერენს ლიგაზე ტრნავას „სპარტაკთან“ გამართავს.