ფეხბურთი

1:30 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის გოლი ამხანაგურ მატჩში

იტალიურმა „ფროზინონემ“ ამხანაგურ მატჩში „რიეტი“ 2:0 დაამარცხა, ერთი გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა.

ქართველმა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, თავი 22-ე წუთზე გამოიჩინა, როცა ანგარიში 2:0 გახადა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე გიორგიმ მეორე გოლი გაიტანა.

„ფროზინონე“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 8 აგვისტოს, „ბენევენტოსთან“ გამართავს, სეზონს კი, 17 აგვისტოს დაიწყებს, როცა იტალიის თასზე „მონცას“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164479