ლონდონის „ტოტენჰემმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ჟოაო პალინია დაიმატა. 30 წლის პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პალინია „დეზებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ხოლო მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. თუმცა, გამოსასყიდი პუნქტი სავალდებული არ არის.
პალინიამ „ბაიერნში“ გასულ სეზონში 25 უგოლო მატჩი ჩაატარა. მანამდე პორტუგალიელი ნახევარმცველი „ფულჰემის“, „ბრაგას“, „ბელენენსეშის“, „მორეირენსეს“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.