„პორტუმ“ ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ლუკ დე იონგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„დრაკონებმა“ 34 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. დე იონგმა "პორტუსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 26-ნომრიანი მაისური მოირგო.
ლუკ დე იონგი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პსვ-ში თამაშობდა, რომლის ღირსებას 2014-2019 წლებშიც იცავდა. კარიერის განმავლობაში ასევე იყო „გრააფსხაპის“, „ტვენტეს“, „გლადბახის“, „ნიუკასლის“, „სევილიას“ და „ბარსელონას“ წევრი.