პსვ ეინდჰოვენმა ნიდერლანდების სუპერთასი მოიგო. პეტერ ბოშის გუნდმა „იგლზს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.
პსვ-მ პირველი ტაიმი წააგო და 78-ე წუთამდე მარცხდებოდა, მაგრამ ჯერ ნაუბერის ავტოგოლით გათანაბრდა ანგარიში, ხოლო 6 წუთში სერჯინო დესტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
პსვ ეინდჰოვენმა ნიდერლანდების სუპერთასი ისტორიაში მე-15-ედ მოიგო.