ფეხბურთი

10:26 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ფეხბურთელები მოვიდნენ, მაგრამ ზოგიერთი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა იყოს"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, როგორც ჩანს, გუნდის ახალწვეულებით უკმაყოფილოა.

მან სლოვაკურ მედიას "პოდბრეჟოვასთან" მატჩის (4:1) შემდეგ პირდაპირ უთხრა, რომ ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, მაგრამ გუნდი არ გაძლიერებულა:

„პოდბრეჟოვამ“ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი მოთამაშე უკეთ უნდა თამაშობდეს. გუნდის განვითარება ისეთი არ არის, როგორსაც წარმოვიდგენდი. კლასის ხარჯზე მოვიგეთ, მაგრამ მოედანზე ასე არ ჩანდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის მოვა და ბარსეგიანს, ვაისს ან კაშიას ჩაანაცვლებს - ცდება. ზოგიერთი მათგანი სტადიონთან ახლოს არც უნდა ყოფილიყო. მინდა ვუთხრა სლოვაკურ მედიას, დაწერონ, რომ ახალი მოთამაშეები მოვიდნენ და შემადგენლობა არ გაძლიერებულა“, - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ სლოვაკეთის ჩემპიონატში ორ ტურში 4 ქულა აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და მესამე წრეში ყაზახურ „კაირატს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08278