ახალგაზრდა ასაკის ხალხს ადრიანა სკლენარიკოვას სახელი შეიძლება არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ძველი თაობის ფეხბურთის ქომაგს თუკი ვეტყვით, რომ საუბარია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მობურთალის კრისტიან კარამბეს ცოლზე, 10-დან მინიმუმ 9 ქომაგი უმალ მიხვდება, რა დიდებულ ქალბატონზეც გვაქვს საუბარი და დარდიანადაც ამოიხვნეშებს.
ადრიანა სკლენარიკოვა წარმოშობით სლოვაკი გახლავთ, რომელიც თავის საქმეში ერთობ წარმატებული იყო. მთელი 15 წელი ატარებდა ტოპ-მოდელის საპატიო სტატუსს და სამართლიანად ითვლებოდა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გრძელფეხება ასულად.
ბოლო 11 წელია, ქმრის მსგავსად, ადრიანამაც შეწყვიტა აქტიური საქმიანობა და მეუღლის ხათრით გვარიც კი გადაიკეთა კარამბედ. ახლა 53 წლის ყოფილი მოდელის მთავარი ჰობი და გასართობი ბარებსა და ფიტნეს-კლუბებში სიარულია, რასაც ერთმანეთს სხვათაშორის შესანიშნავად უთავსებს.