ფეხბურთი

15:37 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურში საქართველო-თურქეთის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება.

ბილეთების რეალიზაცია დღეს დაიწყო, მაგრამ სულ რამდენიმე საათში ბილეთები გაიყიდა. თავის მხრივ, 7 აგვისტოს დაიწყება საქართველო-ბულგარეთის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა. ორივე მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთს 4 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს, უკვე ბულგარეთს დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171274