ფეხბურთი

16:02 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს მედისონმა შესაძლოა ახალი სეზონი მთლიანად გამოტოვოს

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველ ჯეიმს მედისონს მუხლის სერიოზული ტრავმის გამო მთელი სეზონის გამოტოვება ემუქრება.

GiveMeSport-ის ცნობით, 28 წლის ინგლისელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების დაზიანება აქვს.

უსიამოვნო ეპიზოდი „ნიუკასლთან“ მატჩში მოხდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მედისონი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა, თუმცა მოედნის დატოვება რვა წუთის შემდეგ მოწინააღმდეგესთან კონტაქტის გარეშე მიღებული ტრავმის გამო მოუწია.

სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი პროგნოზები იმედისმომცემი არ არის - თუ დიაგნოზი დადასტურდება, ჯეიმსს 2025-2026 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091701