ფეხბურთი

17:32 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი ტურის სიმბოლურში

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ნახევარმცველი Sky Sport Austria-მ გამოარჩია და ის სიმბოლურში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა. კიტეიშვილმა პირველ ტურში „ლასკ ლინცის“ წინააღმდეგ პენალტით გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს გამარჯვებაში (2:0) დაეხმარა.

ოთარ კიტეიშვილმა ეს სეზონი იდეალურად დაიწყო, რადგან ჯერ ავსტრიის თასზე გაიტანა, ახლა ბუნდესლიგის პირველივე შეხვედრაშიც. „შტურმი“ მეორე ტურში 10 აგვისტოს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094153