კალათბურთი

18:05 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და იურმალაში ისრაელთან დამარცხდა.

ტესტ-მატჩი დახურული ხასიათის იყო, ხოლო ისრაელმა 76:66 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 13 ქულით გიორგი შერმადინი იყო, 12-12 ქულა მიითვალეს ბექა ბურჯანაძემ და თორნიკე შენგელიამ (რომელსაც 8 მოხსნაც ჰქონდა), გოგა ბითაძის აქტივში კი, 10 ქულა და 8 მოხსნაა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს, რომელიც ასევე დახურული იქნება, 7 აგვისტოს, ესტონეთთან გამართავს. ლატვიიდან საქართველო ლიეტუვაში გადავა, სადაც 10 აგვისტოს ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში, 14 აგვისტოს, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს (მას-მედიისთვის ღია მატჩში) დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცის შემდეგ საქართველო 9-დღიან შეკრებას პრაღაში, 15-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი. ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, კვიპროსს და ბოსნიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095875