ფეხბურთი

20:55 | 4.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" - "ბილბაოს" მატჩის დროს გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა დიოგუ ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგეს (VIDEO)

ამ წუთებში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩს "ბილბაოს ატლეტიკთან" მართავს, რომელსაც პირველი ნახევრის შემდეგ 3:0 იგებს.

შეხვედრის მე-20 წუთზე მატჩი დროებით შეჩერდა და ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი სათადარგოა, თუმცა ამ გუნდებს შორის დღეს მეორე შეხვედრაც გაიმართება და დიდი ალბათობით ქართველი მეკარე სწორედ იმ შეხვედრაში ითამაშებს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.153766