პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-ნასრის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში მისი ყოფილი თანაგუნდელის მეისონ გრინვუდის ტრანსფერი მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რონალდუს ახალ სეზონში მაღალი მიზნები აქვს და მისი სურვილია "ალ-ნასრთან" ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგოს, ამისთვის კი შემტევი ხაზის გაძლიერება სურს. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ 23 წლის ინგლისელი გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს და კლუბის მესვეურებს მისი ყიდვა მოსთხოვა.
როგორც ირკვევა, "მარსელი" აღნიშნული გარიგების წინააღმდეგია და მაქსიმალურად ეცდება, რომ გრინვუდი შეინარჩუნოს, ინგლისელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა და ლიგა 1-ში 21 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, რონალდუ და გრინვუდი "მანჩესტერში" 2021-2022 წლების სეზონში თამაშობდნენ ერთად.